24 თებერვალს გავაკეთეთ არჩევანი - არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი - ზელენსკი
"24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი. არა თეთრი დროშა, არამედ ლურჯი და ყვითელი. გაქცევა კი არა, პირისპირ დახვედრა. წინააღმდეგობა და ბრძოლა.
ეს იყო ტკივილის, მწუხარების, რწმენისა და ერთიანობის წელი. წელს კი ჩვენ უძლეველი დავრჩით. ვიცით, რომ 2023 წელი ჩვენი გამარჯვების წელი იქნება!",- წერს ზელენსკი.