არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე, გორბის კითხვები აბსურდულია - პრეზიდენტი

არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე. გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია. ნებისმიერ ქვეყანაში, ევროპაში თუ ამერიკაში, ასე რომ იყოს დასმული კითხვა, ყველა უპასუხებს, რომ არ უნდა ომი. ვის უნდა ომი? უკრაინელებს უნდოდათ? ის არის შიდა მოხმარებისთვის გამიზნული, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ ბედზე, უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია ან კიდევ სხვა ახსნა აქვს, მაგრამ მირჩევნია, არ გავყვე ამ აზრებს. ეს ხომ არ არის იმისთვის, რომ სხვას ვასიამოვნოთ?

14 ივნ. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი