ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცამებით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რაც გამოდის, რომ 5 თვეში, ამ წელს, გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
ეს მარლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად პრობლემა არის ყველგან. უკრაინის ომის ფონზე, ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა.