ეს მართლაც გენოციდია, მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია - ზელენსკი ბუჩაზე

ეს მართლაც გენოციდია. მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია. უკრაინაში 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ყველა ამ ეროვნების განადგურების მცდელობა და ეს ხდება 21 საუკუნის ევროპაში.

ომის დანაშაულებში პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს, არამედ თითოეულ რუს სამხედრო მეთაურს უდნა დაეკისროს.

იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობინი მოსახლეობის ლიკვიდირების ბრძანებებს გასცემდნენ, როდესაც ზურგზე ხელშეკრულ, თავმოკვეთილ ადამიანებს პოულობთ, ეს მე არ მესმის. მე არ მესმის მათი, ვინც ბავშვები აწამა და მოკვლა.

მხოლოდ მოკვლა არ იყო მათთვის საკმარისი, როგორც ჩანს. შესაძლოა, მათ სურდეთ ოქრო ან სარეცხი მანქანების წაღება, მაგრამ ამის გარდა, ისინი მიზანმიმართულად აწამებენ ადამიანებს.

4 აპრ. 2022

ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

ნახე მეტი