ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა - ზურაბიშვილი

უკრაინის ომი შუაგულ ევროპაში გვახსენებს საქართველოს მიერ არაერთხელ ამ საუკუნეში განვლილ ომებს და ტრაგედიებს. სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება, გვევალება ჩვენ უკრაინელი ხალხის ტკივილის არამხოლოდ გაზიარება, არამედ მათ მიმართ ტოტალური სოლიდარობა.

ჩვენ ვიცით, სოლიდარობის ფასი და ძალა და ამის ნიშანია ის, რომ ქართული საზოგადოება ყველა შესაძლო ფორმით გამოხატავს ამ სოლიდარობას. ისიც გვესმის კარგად, რომ ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა. მათი სისხლით და ტანჯვით მიღწეული. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა აჩვენებს მსოფლიოს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი.

პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ესენი, ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა, თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული? ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არამხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას, იცავს ერთიან, ძლიერ თავისუფალ, ევროპულ მომავალს.

26 მაი. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი