"გილოცავთ დიდგორობას, „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების სიმბოლოა" - ირაკლი ღარიბაშვილი

გილოცავთ დიდგორობას - ქართველთა გამარჯვების დღეს! „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას.

გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!

12 აგვ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი