ჯანმო აკვირდება მუტაციებს და თვლის, რომ აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია - ივანე ჩხაიძე

ჩვენ ველოდებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულებას გამოაცხადებს. ეს მოლოდინი რეალურია, ამის უკან დგას ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუმჯობესება. საქართველოშიც ეპიდვითარების სტაბილური გაუმჯობესება გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება.

პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს მაღალი რისკი, რომ კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოჩნდეს. ჯანმო თვლის, რომ ჯერ ბევრია ის ქვეყანა, სადაც იმუნიზაციის მაჩვენებელი და მუტაციის განვითარების ალბათობა მაღალია. ჯანმო აკვირდება მუტაციებს და თვლის, რომ ახლა, აპრილში, ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია.

ექსპერტების დიდი ნაწილი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ 2022 წლის ბოლოსთვის პანდემიის ოფიციალური დასასრული მივიღოთ. ჩვენთან, მობილობის გაზრდის ფონზე შემთხვევების მატება მოსალოდნელია. არ უნდა იყოს გასაკვირი თუ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

შესაძლებლობა, რომ ამ რიცხვს ჰქონდეს აფეთქების ან ტალღის ხასიათი, მხოლოდ ერთ დაშვებას ეყრდნობა - ხომ არ იქნება ამის უკან კორონავირუსის ახალი მუტაცია

28 აპრ. 2022

ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი

ნახე მეტი