კანონი კანონობს ყველასთვის და ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის - კობახიძე
მე შეგახსენებთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, უამრავი საჯარო მოხელე არის გასამართლებული მერების, ვიცემერების, საკრებულოს თავმჯდომარეების ჩათვლით.
ამ შემთხვევაში არის 6.7 მილიონი ნაძარცვი და ადამიანს [გვარამიას] შეეფარდა 3.5 წელი. არიან საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები, ვიცემერები, რომლებსაც 200-300 ათასის კორუფციული გარიგებებისთვის აქვთ შეფარდებული უფრო მეტი სასჯელი.
შესაბამისად, კანონი კანონობს ყველასთვის და ამ შემთხვევაში, კანონმა იკანონა გვარამიასთვის.