მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს - კობახიძე

"პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს. რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია, გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე, სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასრულდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა ხედავთ, არავინ ინტერესდებოდა ამ კანონპროექტის შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი ტყუილია და ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას".
 
ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

7 მარ. 2023

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების ლიდერი

ნახე მეტი