ნატო-მ 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის

„პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, ასევე მეც გარკვევით განვუცხადე ჩემს კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომ მზად ვართ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, როგორი ნაბიჯების გადადგმისგან 2014 წელს თავი შევიკავეთ და რომელსაც რუსეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ თუკი რუსეთი განაახლებს აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ჩვენ რუსეთთან სტაბილურ, პროგნოზირებად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ თუკი რუსეთი გააგრძელებს წინდაუხედავ და აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც“- აღნიშნა ბლინკენმა.

13 დეკ. 2021

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ნახე მეტი