ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი, ყველა უბედურებაში ანგარებას ეძებენ - პრემიერი

ბოლო დღეებში მარგინალური ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე ითამაშოს, ისინი გამოიყენოს. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ.

ის, რაც ხდება უკრაინაში ყველასთვის კარგად ცნობილია, ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას.

28 თებ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი