ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ - პრეზიდენტი
"რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული. პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა, რას ერჩოდნენ, ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, რომ ჩამობრძანდით, იქნება რევოლუცია და ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, აბა ხომ არა ხარ ლაჩარი, ჩამოდი.
ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ - იმიტომ, რომ უკვე ერთი წელია, მანამდეც ამაში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ამაში ორივეს აწყობს, ერთ მხარეს ალბათ, იმიტომ რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.