პირდაპირ თქვით, ხოში მაქვს და რუსეთში უნდა შევიყვანოთ ქვეყანაო - ელისაშვილი "აგენტების" კანონზე

პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში რომ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ? თქვენთვისაც არ დაგეწყვიტათ ნერვები, არც ჩვენთვის და არც ხალხისთვისაც? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს? თბილისის ამქრის თავმჯდომარე ვიყავი, მერე ხომ კარგად გიხაროდათ გუდიაშვილის მოედანი რომ კარგად გაკეთდა? ჩემი და ჩემი მეგობრების ნერვების ხარჯზე გაკეთდა. აგენტები ვიყავით? ჯაშუშები ვიყავით? მინდელის შენობა რომ დგას, საშიში რომ იყო აქციაზე, რამდენი იდექით ჩემთან ერთად მაშინ აქციაზე აბა? ჯაშუში ვიყავი, აგენტი ვიყავი? სხვა დარდი არ არის ამ ქვეყანაში? რატომ აკეთებთ ამას? ამდენი ხნის განმავლობაში სხვა პრობლემა ვერ დავინახეთ?


ჩვენი მეგობრები, ვისაც 30 წელია ჩვენი ქვეყანა ხელის გულზე უჭირავს, რუსის ტანკი რომ არ შემოვიდა იმათი დამსახურებაა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ არ ცნეს, მათი დამსახურებაა. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის კი არ ეშინიათ, აშშ-ის საელჩოების ეშინიათ. ხორბალი რომ შემოგვიტანეს, როცა საჭმელი არ იყო და რას ვჭამდით ღმერთმა უწყის, ეს ხალხი რომ გვეხმარებოდა და ახლაც რომ გვეუბნებიან, ნუ აკეთებთ ამას, ესაა ზუსტად ის, რაც გააკეთა პუტინმა და რუსეთმა. გვეუბნებიან, გინდათ ჩვენთან? გინდათ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოთ? მაშინ ნუ აკეთებთ ამასო და რატომ აკეთებთ ამას? წავიდეთ ქუჩაში და ჯიპებიდან შეიძლება, არ ჩანს, მაგრამ გავიაროთ ნავთლუღის ბაზარში, იქ რომ ხალხია გაჭირვებული, ამაზე ფიქრობს, რომ ოღონდ აგენტების კანონი მიიღონ ამათმა, ესღა დარჩაო? ამას ხომ არ ფიქრობს?


როცა ყველა გირჩევს, რომ ნუ აკეთებ ამას, საით მიდიხარო გვეუბნება აშშ, ევროკავშირი. მოდი, ალალად თქვით, რომ გვინდა რუსეთი და პატიოსნად გვითხარით. მე რომ გუდიაშვილის მოედანს ვიცავდი, აგენტი ვიყავი? სულაც არ მინდა, ამაზე ვლაპარაკობდე. რა დროს ესაა, რატომ აკეთებთ ამას? პერსპექტივას უკლავთ ქვეყანას. მაშინ ალალად მითხარი და უფრო პატიოსანი კაცი იქნები, თუ მეტყვი, რომ კი, ხოში მაქვს და რუსეთში უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანაო და არ გახდება ეს ქვეყანა არასდროს რუსეთი, საქართველოა ეს", - თქვა "მოქალააქების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.

2 მარ. 2023

ალეკო ელისაშვილი

"მოქალააქების" ლიდერი

ნახე მეტი