ქვეყნის რეპუტაციისთვის უნდა მიიღონ ზომები, რომ არაფერი მოუვიდეს ექსპრეზიდენტს - ზურაბიშვილი სააკაშვილზე

ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამ ჯანმრთელობის მიმართ არის კითხვები, ყველაფერზე იყოს პასუხის გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ და მე ასევე გამოვთქვი აზრი, რომ საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა - ეს ძალიან კარგია.

ვერ ვიტყვი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სათანადო მკურნალობის საშუალებები - წინასწარ ასე ვერ ვიტყვი. თუკი ექსპერტები რაღაც მომენტში ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ რომ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა რომ ამას უპასუხოს - ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით - მე არ ვარ დარგის ექსპერტი, მხოლოდ მორალური პოზიცია შემიძლია გამოვხატო.

საჭიროა, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და იყოს მიღებული სათანადო ზომები იმისთვის, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს.

2 ივნ. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი