რას მიკითხავენ მორალს, რას მასწავლიან, მაინტერესებს - ზურაბიშვილი ოცნებაზე

ვიცი, რომ ეს აქცია იყო არა მხოლოდ იმ ადამიანების ორგანიზებული, მაგრამ ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რომლებიც ვრცელდებოდა ამ დღეებში და ეს იყო მიზანმიმართული იმისთვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან ასე ვთქვათ, რომლებიც დღეს მეთაურები [არიან]. არსად არ იყვნენ 2007 წელს, როდესაც უკვე ყველაფერი მომხდარი იყო, ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ფორმით თვლიან, რომ შეიძლება დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან, როგორც უნდა ებრძოლონ სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია?!

მე მაინტერესებს 2007 წლის მერე ეს ადამიანები სად იყვნენ, მე გეტყვით, ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს. ვიღაც იყო ქართუ ბანკში კარგად მოკალათებული, ვიღაც კიდევ სხვა თანამდებობებზე და არ მინდა ეს პერსონალური გავხადო, მაგრამ არსად არ იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, მაინტერესებს, თუნდაც ის ოთხეულები, რომლებიც დარბიან იქით-აქეთ.

28 დეკ. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი