რაც საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას - კელი დეგნანი
მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რადგან აშშ არაა ჩართული ამ უწყების ან რომელიმე ევროპული პარტიის მუშაობაში, თუმცა ვიტყვი, რომ მედიის თავისუფლება არის ის საკითხი, რომელსაც აშშ მხარს უჭერს უკვე 30 წელია, რადგან ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჯანსაღი დემოკრატიისა.
გარდა ამისა, ესაა ასახული, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების კონსტიტუციაში. ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, ასევე ასუსტებს ჩვენს დემოკრატიას.