რუსეთისთვის სანქციებით ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს - პრემიერი

საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი.

მე პირველივე გამოსვლიდან ვთქვი, რომ ჩვენ არ დავაწესებთ ისეთ სანქციებს, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.

1 მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია და რუსული ჯარი დგას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ ფონზე, კარგად მოგეხსნებათ, რომ სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად ჩვენი სოლიდარობისა უკრაინის მიმართ, ვთქვით, რომ ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას ვერ შეგვაცვლევინებს ვერავინ.

27 მაი. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი