საჭიროა პარტნიორებთან მუშაობა და არა მათი გალანძღვა - პრეზიდენტი

საჭიროა პარტნიორებთან მუშაობა და არა მათი გალანძღვა ან მათზე კრიტიკების გზავნა, აქედან რაც ისმოდა. ჩვენ თუ გვინდა, რომ არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მაგალითად, საჭიროა მეტი მუშაობა ევროპარლამენტარებთან, ბრიუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ, რა არის რეალურად საქართველოს დღევანდელი, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ.

ამიტომ ჩვენ იმათ კიარ უნდა ვაკრიტიკებდეთ, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არ დავიმსახუროთ კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებულელი, ე.ი. რაღაც არის მომენტი, როცა ჩვენ ვერ ავხსენით, არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომელიც გვინდა, რომ წარვადგინოთ.

2 ივნ. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი