სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება ქალთა მკვლელობა - პრეზიდენტი

ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინო არის დღეს რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა ბავშვების თვალების წინ.

ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ ამ კუთხით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით ყველამ, რომ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ.

ჩვენი ერთობლივი მიმართულება რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ, ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები - ყველანაირად უნდა ვეცადოთ იმას მივაღწიოთ, რომ ოჯახში ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება.

31 მაი. 2022

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

ნახე მეტი