"საწყალი ბიჭები" - ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ გმირებზე
"მე კიდევ ყველას შევახსენებ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართული იყვნენ, მათი გადმოსვენება იქნება თუ ხარჯების დაფარვა ყველაფერი, აქაც სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ. ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს ყოველგვარი ყვირილის, ყოველგვარი პიარის გარეშე.
ყველაფერზე პიარის გაკეთება და რაღაც პოპულიზმი იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი, არის უბრალოდ შემაშფოთებელი. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი, ადამიანი, ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის სიტყვის თქმა თუ ნებისმიერი ფორმით გამოხატვა".