შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება, შეცდომას გამოვასწორებთ - ნიკა მელია

საქართველომ მე-20 საუკუნეში ორჯერ დაიხსნა თავი რუსეთის იმპერიისგან - 1918 და 1991 წლებში.
მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია ცდილობს გაიაროს გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.
ჩვენ შეგვეშალა და ავირჩიეთ ის, ვისი არჩევაც არ შეიძლება. მაგრამ ასეთივე შეცდომები დაუშვიათ სხვებსაც, დემოკრატიაში უფრო დიდი გამოცდილების და დამოუკიდებლობის უფრო ხანგრძლივი ტრადიციის ევროპელ ხალხებს და შეცდომები თავადვე გამოუსწორებიათ.
ასე მოხდება საქართველოშიც!
24 ივნისს 20:00 საათზე.

24 ივნ. 2022

ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი

ნახე მეტი