თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - სააკაშვილი

მე გადავწყვეტ ვის მივმართო, მე მივმართავ ქართველ ხალხს. თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსუყლვარ, რომ მივმართო ვიღაც... არ მინდა, აღვწერო ყველაფერი. მე არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და ჩემთვის თქვენ საერთოდ არავინ ხართ.

მე სად ვბრძანდები, ძალიან კარგად ვიცი. ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია. ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორია ჩემი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია. ყველაფერი რაც არ გააფუჭეს აქამდე, ჩემი გაკეთებულია. მე სად ვარ, თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება და ნუცას სკოლა. ბოდიშს ვიხდი, თქვენგან განსხვავებით 4 უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული", - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა მოსამართლეს. მანამდე, მოსამართლემ მას მოუწოდა, საუბრისას მისკენ შებრუნებულიყო და არა დამსწრე საზოგადოების მხარეს.

13 იან. 2022

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ნახე მეტი