თუ ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ, - დაიხურეთ - ზელენსკი გაეროს
უკრაინას აქვს მორალური უფლება, მოითხოვოს უსაფრთხოების სისტემის რეფორმა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ.
ახლა ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები გაეროს უშიშროების საბჭოდან უკრაინაში მშვიდობისთვის. თუ არ იცით, როგორ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება - შეგიძლიათ, გააკეთოთ ორი რამ:
გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წყარო. რუსეთი არის აგრესორი და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს თავისივე აგრესიაზე. ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ ყველაფერი მშვიდობის დასამყარებლად. გვაჩვენეთ, როგორ დავამყაროთ მშვიდობა.
ან, თუ არ არის სხვა გზა, თუ ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ, - დაიხურეთ.