ყოველდღე ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ოკუპანტების ჩვენს მიწაზე ყოფნა უფრო აუტანელი - ზელენსკი
როცა გამარჯვება იქნება, ამას ყველა იგრძნობს. როცა მშვიდობა მოვა, ამას ყველა დაინახავს. მაგრამ ეს რომ მოხდეს - და უფრო სწრაფად რომ მოხდეს - ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, როდის და რა იქნება.
ჩვენ ყოველდღე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ოკუპანტების ჩვენს მიწაზე ყოფნა კიდევ უფრო აუტანელი.