ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში - ღარიბაშვილი

მინდა, დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენი მთავრობის სახელით მინდა, სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე. მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ.

დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში. ეს პროცესი გაგრძელდება. კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავგზავნთ უკრაინაში. ჩვენი საელჩო ყველაფერს აკეთებს. ჩვენი ელჩი რჩებოდა და რჩება უკრაინაში. კიევში იყო და გადასულია სხვა ქალაქში.

ომი ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია, ის, რაც ხდება უკრაინაში, არის მიუღებელი და ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში.

7 მარ. 2022

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ნახე მეტი