2023 წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

დაცული ტერიტორია

2023 წელს, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. მაჩვენებელი 2022 წელთანაა შედარებული და ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებს სულ, 1 078 112 დამთვალიერებელი ეწვია.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი სტუმარი (21%) პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა, 230 677 ვიზიტორი. შემდეგ პოზიციაზეა მარტვილის კანიონი - 228 998 სტუმრით (21%), მესამე ადგილს სათაფლია იკავებს, 96 956 ვიზიტორით (9%), ხოლო მეოთხე ადგილზე მტირალას ეროვნული პარკია 95 255 დამთვალიერებლით.

უფრო კონკრეტულად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ასე გამოიყურება:

რაც შეეხება 2023 წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულ შემოსავლებს, მაჩვენებელმა 10 447 166 ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 26%-ითაა გაზრდილი.

დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილდება შემდეგნაირად:

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 54%.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 42%.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 1%

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლის 1%

სხვა ადმინისტრაციები - დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული შემოსავლების 2%

ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლების 2% კოლხეთის, წალკის, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ალგეთის, თუშეთის, ჭაჭუნას, კინტრიშის, მარიამჯვრის, ჯავახეთის, მაჭახელას და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.

მეტის ნახვა