არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულებსა და რეპრესიებს დაადოკუმენტირებენ

დაკავებები

არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულებსა და რეპრესიებს დაადოკუმენტირებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

 

“მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.  თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი, ან მოწმე გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელიც გამოქვეყნდება საჯაროდ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია მეილის მეშვეობით evidence@gyla.ge. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნებისთვის. ესაა დარღვევების მასშტაბების შესწავლა, პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მეტის ნახვა