ახალი ამბები • 1734106525
უკიდურესად გაჭირვებული ხანდაზმული უმძიმეს პირობებშია - გუგული ჩხაიძეს დახმარება ესაჭიროება
უკიდურესად გაჭირვებული ხანდაზმული, რომელიც უმძიმეს პირობებშია- გუგული ჩხაიძეს დახმარება ესაჭიროება. 81 წლის ქალს, ბინის დატოვება ქირის გადაუხდელობის გამო უწევს, თუმცა სოციალურად დაუცველს წასასვლელი არსად აქვს. ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილი, მისი ერთადერთი შემოსავალი კი პენსიაა.
81 წლის გუგული ჩხაიძეს ბინის დატოვება ქირის გადაუხდელობის გამო უწევს, თუმცა სოციალურად დაუცველ ქალს წასასვლელი არსად აქვს. ჰყვება, რომ წლების განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. სწორედ ამიტომ, იძულებული გახდა საკუთარი სახლი შვილებთან ერთად დაეტოვებინა.
ქალი წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. უფროსი შვილი მას არც სახლში დაბრუნების და არც საცხოვრებლის გაყიდვის საშუალებას აძლევს.
ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. სოციალური დახმარება საცხოვრებელი მისამართის რამდენჯერმე შეცვლის გამო შეუჩერდა. გუგული ჩხაიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შშმ პირია მისი შვილიც. ქალმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის დროს აღმოაჩინა, რომ შვილმა მისამართზე რეგისტრაცია გაუუქმა. სწორედ ამ მიზეზით გუგული ჩხაიძეს იუსტიციის სახლმა უარი უთხრა დაკარგული პირადობის აღდგენაზე. უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქე ვერც პენსიას იღებს, რადგან საპენსიო ბარათი დაკარგა.
უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ქალი დახმარებას ითხოვს.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომერზე: GE53LB0211127015731000
მიმღები: გუგული ჩხაიძე
1734085537
1728455482
1727447820