ახალი ამბები • 1756410394
ხელახალი არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება - არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები
პოლიტიკა
1734017273

ხელახალი არჩევნების ჩატარება და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება - ეს ის მოთხოვნებია, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური პარტიები აყენებენ. აცხადებენ, რომ ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ, ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა მოქალაქეების გაცხადებულ ევროპულ და დემოკრატიულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამიტომაც ითხოვენ, გათავისუფლდნენ ეს ადამიანები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში პრეზიდენტია, შესაბამისად სალომე ზურაბიშვილი უნდა დარჩეს თანამდებობაზე.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა