ახალი ამბები • 1751633470
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საბავშვო პროგრამის თანხლებით აანთეს
საზოგადოება
1735147150
ქვეყანაში მასობრივი პროტესტია, ბათუმში, კი ევროპის მოედანზე ზუსტად ნახევარი საათის წინ მთავარი ნაძვის ხე აანთეს. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის საახალწლოდ განათების პროცესი საბავშვო პროგრამის თანხლებით დაიწყო. ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მასში საბავშვო სტუდიები მონაწილეობენ. როგორც ცნობილია, მოგვიანებით სცენას ჯგუფი ალილო დაიკავებს. საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ნაძვის ხე, რომელიც ევროპის მოედანზე დგას, ბათუმის მერიამ 2022 წელს შეისყიდა. იგი მოქალაქეთა დიდი ნაწილის ქილიკის საგანი გახდა, რადგანაც ბათუმელები მას ვიზუალს უწუნებდნენ. მომდევნო წელს, უწყებამ ტოტები დაამატა და მეტ-ნაკლებად კრიტიკამაც მოიკლო.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა