ჩაქვში მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

პოლიცია

ჩაქვში, ერთ-ერთ სახელოსნოში, 50 წლამდე კაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული.

„როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა." - ამბობენ თვითმხილველები.

ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფს კაცი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები. ჯერჯერობით, უცნობია რა მუხლით დაიწყო გამოძიება. უცნობია, ისიც, დაცული იყო თუ არა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმები.

მეტის ნახვა