ჩვენ გეძებთ - სტაჟირება სამაუწყებლო კომპანია TV 25-ში

ბათუმი TV25

"TV 25" საინფორმაციო სამსახურისთვის ეძებს სტაჟიორებს [რეპორტიორის პოზიციაზე]

  • თუ ხარ აქტიური და შრომისმოყვარე
  • თუ გსურს გაიღრმავო ცოდნა და გაიუმჯობესო ინდივიდუალური და ჯგუფში მუშაობის უნარები
  • თუ გსურს გამოსცადო შენი თავი ახალი ამბების სამსახურში

მაშინ, სტაჟირების ეს კურსი შენთვისაა! სტაჟიორი გაეცნობა ტელევიზიაში მუშაობის და საინფორმაციო გამოშვების სპეციფიკას

  • უნდა შეასრულოს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალება
  • დაეუფლება რეპორტიორისთვის საჭირო საბაზისო უნარ-ჩვევებს
  • მიიღებს მონაწილეობას გადაცემის დაგეგმვაში
  • შეისწავლის სიუჟეტის მომზადების სპეციფიკას
  • დაესწრება მონტაჟსა და ჩაწერას
  • მონაწილეობას მიიღებს თემის შერჩევაში, ასევე, სავარაუდო რესპონდენტების მოძიებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამებში მუშაობის, ასევე, ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების ცოდნა;

ზოგადი უნარ-ჩვევები: სხარტი აზროვნება, კრიტიკული მოსაზრების მოსმენა-გაზიარების უნარი, ყურადღება დეტალების მიმართ, შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაციის ეფექტური უნარი

შერჩევის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა

გასაუბრება:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: ia.goliadze@gmail.com;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 10 46 46

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

გაითვალისწინეთ: ჩვენ არ ვეძებთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია აპლიკანტის მოტივაცია და მათი ინტერესი ამ სფეროს მიმართ.

მეტის ნახვა