ახალი ამბები • 1743412024
დამამშვიდებელი და ძილის მარეგულირებელი პრეპარატი ვამელისი

ძილი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ის არა მხოლოდ ენერგიის აღდგენაში გვეხმარება, არამედ ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის სიჯანსაღესაც დიდწილად განაპირობებს. თუმცა თანამედროვე ცხოვრება და ყოველდღიური გამოწვევები ხშირად გვაყენებს ძილის პრობლემების წინაშე… გადატვირთული გრაფიკები, ემოციური და ფიზიკური დატვირთვა, ციფრული ტექნოლოგიების გავლენა — ყველა ეს ფაქტორი ქმნის წინაპირობას იმისა, რომ დღე-ღამეში სრულყოფილად ვერ გამოვიძინოთ.
თავის მხრივ, უძილობა რიგი პრობლემების მაპროვოცირებელია, იქნება ეს ფიზიკურ ჯამრთელობასთან დაკავშირებული გართულებები თუ ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება. მაგალითად, განსაკუთრებით ხშირია შფოთვისა და დეპრესიის დონის მატება, რაც საბოლოოდ ნეგატიურად აისახება ცხოვრების ხარისხზე. ასევე, უძილობა მნიშვნელოვნად აზიანებს მეხსიერებას, კონცენტრაციას და, ზოგადად, კოგნიტიურ ფუნქციებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმუნური სისტემის დაქვეითებასა და გულის დაავადებების რისკის ზრდაზე.
საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინაში არსებობს ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც მშვიდი ძილის უზრუნველყოფაში გვეხმარება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია ვამელისი, რომელიც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა და ძილის მოწესრიგებას უწყობს ხელს. კერძოდ, ის წარმოადგენს სუთი სამკურნალო მცენარეული კომპონენტის — ვალერიანის, ბარამბოს, ვნების ყვავილისა და კუნელის, ამინომჟავა გლიცინის კომბინაციას.
პრეპარატი ხსნის სტრესის, შფოთვის, დეპრესიისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სიმპტომებს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისგან.
ამასთან, პრეპარატში შემავალი ნივთიერება ბარამბო ხსნის სტრესის სიმპტომებს და ასტიმულირებს ძილს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და კოგნიტიურ ფუნქციებს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის მსუბუქი დარღვევების, მათ შორის შებერილობის შემსუბუქებას.
ხოლო კუნელი აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას — ზრდის კორონარული არტერიების სისხლის ნაკადს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის ნერვულ დაძაბულობასთან დაკავშირებულ გულის ისეთ დროებით ჩივილს, როგორიცაა პალპიტაცია (გულისცემის გაძლიერებული შეგრძნება). კუნელი ასევე ეფექტურია მენტალური სტრესისა და ძილის დარღვევების სიმპტომების მოსახსნელად.
ამრიგად, გარდა ძილთან დაკავშირებული პრობლემებისა, ვამელისი მრავალფუქნციურია და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ვამელისის მელაქსენ-B-სთან კომბინაციაში მიღებით, ერთგვარი „მშვიდი დღე და მშვიდი ღამე“ მოცემულობა ყალიბდება. ეს უკანასკნელი, მელატონინისა და ვიტამინ B6-ის შემცველობით, ორგანიზმს ცირკადული რითმების მოწესრიგებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება; ასევე, ამცირებს ღამით გამოღვიძების რისკს.
გარდა ამისა, მელატონინი დადებითად მოქმედებს სისხლში თრომბოციტების ბალანსის აღდგენაზე, რის გამოც აქტიურად გამოიყენება სიმსივნით დააბადებული ადამიანების მკრურნალობის პროცესში. კერძოდ, ეს ჰორმონი სიმსიცნის ზომის შემცირებას უწყობს ხელს.
ამავდროულად, 4 კვირის განმავლობაში, ძილის წინ მელატონინის მიღება ქალებში მნიშვნელოვნად ამცირებს მენსტრუაციით გამოწვეულ დისკომფორტს ორგანიზმში და მტკივნეულ მენსტრუაციას. ასევე, ეფექტურია ენდომეტრიოზის მკურნალობისას, როგორც დანამატი.
სასურველია მელაქსენ B-ში შემავალი მელატონინის როლის ხაზგასმა, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტის, ასევე მისი როლი მოგზაურობისას ძილ-სიფხიზლის ციკლის დასარეგულირებაში.
მთლიანობაში, ვამელისისა და მელაქსენ-B-ის ერთად მიღება ქმნის ძლიერ კომბინაციას, რომელიც შფოთვის დონესაც აბალანსებს და ძილთან დაკავშირებულ პრობლემებსაც აგვარებს.
პრაქტიკული რჩევები უკეთესი ძილისთვის
გარდა აღნიშნული პრეპარატების მიღებისა, ძილის მოწესრიგებაში ამ რჩევების გათვალისწინებაც დაგეხმარებათ:
● შეამცირეთ საღამოს სამუშაო დატვირთვა და ციფრული მოწყობილობების გამოყენება;
● შეეცადეთ, ძილის წინ ერთგვარი რუტინა დანერგოთ — მაგალითად, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას ან წაიკითხეთ;
● მოერიდეთ მძიმე ვარჯიშებს საღამოს და აუცილებლად გააკეთეთ მოკლე რეგულარული ვარჯიშები დღის განმავლობაში.
ვამელისისა და მელაქსენ-B-ის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.