დღეიდან, ბათუმი-ხულოს ავტომაგისტრალზე მოძრაობა 2 თვით იზღუდება

გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გზა“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-კმ68 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოების წარმოების პროცესში, კმ67+020-კმ67+260 მონაკვეთზე, საჭიროა 18 ნოემბრიდან 2 თვის განმავლობაში, ყოველ დღეგამოშვებით, აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა 14:00 საათიდან 18:00 საათამდე.

მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი შემოვლითი გზით იმოძრავებს. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.

მეტის ნახვა