ახალი ამბები • 1733750807
დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება
ფოტო: Ezz Gaber
დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია გუშინ რუსთაველის გამზირზე დაანონსდა.
"გამარჯვება იქნება გარდაუვალი. რუსული ფული ამ ქვეყანაში ვერ იშრიალებს და ვერც რუსული ფულით შენარჩუნებული ხელისუფლება ეყოლება ამ ქვეყანას. არაფერი დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ. გრძელდება განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს სახელმწიფო ქართველებმა უნდა დავიბრუნოთ. 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან გელოდებით და ასე ყოველ დღე გეტყვით სად ვიქნებით", - თქვა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მელიას თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება.
საპროტესტო აქციების მოთხოვნაა საერთაშორისო გამოძიება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.
გეგმა საზოგადოებას გიორგი ვაშაძემ გააცნო:
1 - ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას.
2 - არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას.
3 - დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში. ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
4- ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა.
5 - ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ერთად შევასრულოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ.
6 - ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.
ჩვენი ნომერ პირველი სამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცესკო. ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ არჩევნები მიიტაცეს და ფარულობა არის დარღვეული", - თქვა ვაშაძემ.
1728455482
1727447820