ახალი ამბები • 1738245015
„პატიმრობის შეცვლა თუ მოხდება სხვა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით, ეს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იქნება“ | ცოტნე ანანიძე ხელოვნების უნივერსიტეტში დაკავებულებზე
„პატიმრობის შეცვლა თუ მოხდება სხვა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით, ეს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იქნება“ - ასე ეხმაურება აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და უფლებადამცველი ცოტნე ანანიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორისა და ოთხი სტუდენტის დაკავების საქმეს. ამბობს, რომ მასალებს არ იცნობს, თუმცა ვინაიდან კვალიფიკაცია ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა, მომხრეა ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების. შეგახსენებთ, ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც სტუდენტები ყვებიან, ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა ლექტორმა თეა ცაგურიამ მიაყენა, მამუკა ჯორბენაძემ კი ახალგაზრდები დაიცვა. ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ საქმეში ცაგურიას ქმარი, მერიის თანამშრომელი ჩაერია. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დაკავებულები ანტირუსული აქციების მონაწილეები იყვნენ. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ დეკანი და სტუდენტები პოლიტიკური მოტივით აიყვანეს.
1728455482
1727447820