რა უნდა იცოდნენ ქალებმა დაკავების შემთხვევაში?

დაკავება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ქალებისთვის ინფორმაციას ავრცელებს, რა უნდა იცოდნენ მათ, დაკავების შემთხვევაში:

თუ თქვენ დაგაკავეს და გადაგიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, უნდა იცოდეთ, რომ პირადი დათვალიერება :

* ხდება იზოლირებულად და უნდა ჩაატაროს ქალმა;
* ვიდეომეთვალყურეობის შესახებ უნდა იყოთ ინფორმირებული;
* დაუშვებელია თქვენი სრული გაშიშვლება;
* სხეულის ცალკეული ნაწილის დათვალიერება, მაგალითად, ან დაზიანების შემოწმება ვიდეოკამერის თვალთახედვის არეალში არ უნდა იყოს მოქცეული;
* დროებითი მოთავსების იზოლატორში, ქალები უნდა განთავსდნენ კაცებისგან განცალკევებით;
* ორსული ქალი უნდა განთავსდეს ცალკე; 
* უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დამატებით გენდერსპეციფიური ჰიგიენური საშუალებებით;
* დროებითი მოთავსების იზოლატორში მოვსებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატთან, სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე [1481], სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე [199] დაკავშირება.

 

ზარი უნდა უზრუნველყოს იზოლატორის ადმინისტრაციამ.

მეტის ნახვა