რატომ ღებავენ ქრისტიანები წითელ პარასკევს კვერცხს წითლად და საიდან იღებს სათავეს ტრადიცია?

ვნების შვიდეულში, წითელი პარასკევი, ყველაზე მძიმე დღეა. დიდი პარასკევი, ეს არის დღე, როცა იესო ქრისტე აწამეს და ჯვარზე გააკრეს. ქრისტეს ჯვარცმის დღეს, ტრადიციის მიხედვით, მართლმადიდებელი მორწმუნეები კვერცხს წითლად ღებავენ. რა დატვირთვა აქვს და საიდან იღებს სათავეს ტრადიცია, ვნახოთ თამარ კიკნაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი.

სააღდგომო, კვერცხები, წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე იღებება. ისინი, აუცილებლად, წითელი უნდა იყოს. ამას, მართლმადიდებლური წესი მოითხოვს. ფუსფუსი და სამზადისი, თითქმის, ყველა იმ ოჯახშია, ვინც რელიგიურ ტრადიციებს იცავს და საშუალებაც აქვს. ჩვენი სიუჟეტის გმირის შემთხვევაში, ეს ტრადიცია, არასოდეს ირღვევა.

რაც კვერცხების შესაღებად სჭირდება, ყველაფერი, წინასწარაა მომზადებული. ნათია, ღებვის ნაცად ტექნოლოგიას ზედმიწევნით იცავს.

რა დატვირთვა აქვს ამ რიტუალს და საიდან მოდის კვერცხის წითლად ღებვის ტრადიცია?! გადმოცემის თანახმად, ეს მარიამ მაგდალინელის რომის იმპერატორთან ვიზიტს უკავშირდება. როცა ქრისტე, ჯვარცმის შემდეგ, ზეცად ამაღლდა, ღვთისმშობელი, იმპერატორ ტიბერიუსთან ძღვენით, ქათმის კვერცხით მივიდა და ქრისტეს აღდგომა ახარა. მოულოდნელი ამბავი იმპერატორმა არ დაიჯერა და თქვა: მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხების გაწითლებაო. კვერცხები გაწითლდა. სწორედ, აქედან მიეცა დასაბამი ტრადიციას.

საჭირო დრო გავიდა. ზუსტად ის ფერი მივიღეთ, როგორიც გვინდოდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება. სააღდგომო კვერცხები განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, ჯერ კიდევ, ბევრი დროა, თუმცა სადღესასწაულო სუფრა, მთავარი ატრიბუტებით, სანთლებით, ჯეჯილით, პასკებითა და კვერცხებით მზად არის. ტაძარში, წასვლას ყოველთვის ვერ ახერხებს, ამიტომ, ლოცვებს სახლში კითხულობს.

ვიდრე აღდგომას არ ვიზეიმებთ, კვერცხს, მორწმუნეები და მარხვაზე მყოფი მართლმადიდებლები, ცხადია, არ გატეხავენ. ვნების კვირა, ყველაზე მძიმე მარხვის კვირაა. როცა 16 აპრილი დადგება, ამ სუფრასთან მთელი ოჯახი ერთად იქნება. სააღდგომო კვერცხებს, ერთმანეთს, მიუჭახუნებენ და ქრისტეს აღდგომას ახარებენ.

მეტის ნახვა