ახალი ამბები • 1756410394
ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის
პოლიტიკა
1745570093

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. განცხადება მან ოცნების ცენტრალურ ოფისში გააკეთა.
ღარიბაშვილის თქმით, "მისია შეასრულა" და მის თავს ვერც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე და ვერც პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
"ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა იცის, რომ ეს იქნება კერძო სექტორი.
ვინ იქნება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამის შესახებ ღარიბაშვილს არ უსაუბრია.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა