ახალი ამბები • 1746614340
"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

“ქართული ოცნების“ პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. "ქართული ოცნების" რიგით მეცხრე ყრილობა სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიმართა. ყრილობას საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
"ოცნების" თავმჯდომარის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გახდა ვაკანტური.
დღევანდელ ყრილობაზე ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა. პოლიტსაბჭოს სულ 15 წევრი ჰყავს, მათ შორის არიან პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 13 წევრს კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს - ესენია: კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი. ამ უკანასკნელმა პოლიტსაბჭოში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ჩაანაცვლა.

1739131407