როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში - ძლიერი სიცხე, მისგან გამოწვეული რისკები და სპეციალისტების რეკომენდაციები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება კითხვა, როგორ დავიცვათ თავი ცხელ დღეებში. მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს?

ზაფხულში, ტემპერატურის მატებამ შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას ბევრი საფრთხე შეუქმნას. ძლიერმა სიცხით გამოწვეულ რისკებს შორისაა, დეჰიდრატაცია, იგივე ორგანიზმში წყლის დეფიციტი, გადახურება, რამაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამოფიტვა და სითბური დაკვრა.  არსებობს საშიშროება გულისცემის გახშირებისა  და სუნთქვის გაუარესების. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად, რისკის ქვეშ მოწყვლადი ჯგუფები არიან - ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სიცხეზე გამკლავება რამდენიმე გზით შეიძლება. მთავარი რეკომენდაცია სახლში სიგრილის შენარჩუნება და დიდი რაოდენობით სითხის, მათ შორის, ელექტროლიტების შემცველი ხსნარების  მიღებაა. ქუჩაში გასვლა კი, დილისა და საღამოს საათებშია მიღებული. მაია ხუხუნაიშვილის თქმით, ქუჩაში გასვლა ნატურალური სამოსითაა რეკომენდებული. ატარეთ სათვალე, ქუდი და ქოლგა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. სისუსტის, თავბრუხვევის ან თავის ტკივილის შემთხვევაში კი, მედიკოსთან ვიზიტი აუცილებელია.

ძლიერი სიცხე, განსაკუთრებით, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, მითუმეტეს კი, წლამდე ახალშობილებისთვის. დეჰიდრატაცია, გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა - ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ის პატარები იმყოფებიან, რომლებსაც  სუნთქვის გაძნელება, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, ასევე, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვთ. როგორ დავიცვათ ბავშვები მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გართულებებისგან? პედიატრი გვეუბნება, რომ:

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა კვებასაც. მოამზადეთ ისეთი საჭმელი, რომელიც ღუმელის გამოყენებას არ საჭიროებს. სიფრთხილით შეარჩიეთ ხილი. გაითვალისწინეთ, რომ ჰიგიენის დაცვას გართულებების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს. გარეთ გასვლა კი,  დღის უფრო გრილ პერიოდში დაგეგმეთ.

სიცხისგან გამოწვეულ გართულებებზე, თავის ასარიდებლად, სპეციალისტების ერთ-ერთი რეკომენდაცია ბავშვების საცურაო აუზებზე, შადრევნებსა და კონდიცირებად ადგილებში წაყვანაა.

მეტის ნახვა