ახალი ამბები • 1733750807
როგორია ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა
ბათუმში, ლიფტის ავარიულად დაშვების შედეგად დაშავებული 4 პირიდან ერთი, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. 40 წლამდე კაცს, რომელიც გუშინ ბიემსიში იქნა გადაყვანილი, ტრავმატოლოგიური ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გუშინ ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი ბინაზე გაეწერა.
ერთ-ერთი მათგანი, 58 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში წვივის მოტეხილობით შეიყვანეს, თუმცა ამბულატორიულ მკურნალობას დაექვემდებარა.
კიდევ ორი პირი მსუბუქი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. გამოკვლევის შემდგომ ისინი ბინაზე გაწერეს.
შეგახსენებთ, ბათუმში, ლიფტი ავარიულად მეხუთე სართულიდან გორგასალის ქუჩაზე დაეშვა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
1728455482
1727447820