სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

ელექტროენერგია

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 13 სექტებერს

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალსოფელს ,ჭარნალს, ავგიასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე მეჯინისწყლის,კახაბრის, თოდოგაურის, სარფის, გონიოსა და აეროპორტის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:  ხუცუბანს, ჭახათს, ოჩხამურსა და მიმდებარე სოფლებს.

ქედაში - 10:00-დან 19:30 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მერისსა და ინაშარიძეებს. ასევე დაბა ქედას ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა