ახალი ამბები • 1756410394
აქცია ბათუმში
საზოგადოება
1726249889
აქცია გაიმართა ბათუმში. პროტესტი ტბელ აბუსერიძის ქუჩის #67-71 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მესაკუთრეებმა გამოხატეს. მოქალაქეებმა სამშენებლო კომპანია „ეიჩ ბათუმი“ სამშენებლო ვადების დარღვევაში დაადანაშაულეს და კომპენსაციები მოითხოვეს. განაცხადეს, რომ ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოტყუებულები აღმოჩნდნენ. სწორედ ამის გამო ისინი ამ დრომდე ქირით ცხოვრობენ. კომპანიის იურისტის განცხადებით, მშენებლობის ნებართვა 2025 წლამდე აქვთ. პაატა ბერიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რის გამო გახანგრძლივდა ვადები.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა