სოფლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე

პრობლემა, რომელიც  აჭარაში ბევრ სოფელს აწუხებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 21 საუკუნეში რეგიონში არის რიგი დასახლებები, სადაც დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ერთ-ერთია ჩელტა-ახალშენის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობა წლებია საკითხის გადაჭრას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით ერთი კვირის წინ,  პრობლემა თითქოს მოგვარდა  და მიკროავტობუსი დაინიშნა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტი გრაფიკის გარეშე და მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე გადაადგილდება, რაც იქ მცხოვრებლებისთვის დიდი ხსნა ვერ არის. ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი 40-მდე ოჯახი, პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ეს მათ ოპოზიცირ განწყობებს უკავშირდება.

მეტის ნახვა