საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა - ქვეყანა 25.3%-ით მეტმა ადამიანმა დატოვა

ემიგრაცია

საქართველოდან ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა - ქვეყანა 25.3%-ით მეტმა ადამიანმა დატოვა. მონაცემები 2022 წლის მდგომარეობას ასახავს. შარშან, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

ამასთან, 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736 400 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

მეტის ნახვა