ახალი ამბები • 1751633470
საქართველოდან თურქეთში, სარფის გავლით 250 კუ უკანონოდ გადაჰყავდათ
საზოგადოება
1680087036

თურქეთის მხარეს სარფის გამშვებ პუნქტზე დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს პირი, რომელსაც ზურგზე საეჭვო შებერილობა ჰქონდა. კაცს ჩხრეკისას ზურგზე მიკრული ყუთი უპოვეს, რომელშიც 250 ცალი წყლის კუ ჰყავდა და საქართველოდან თურქეთში ფარულად გადაჰყავდა, ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, საბაჟოს დაცვის ჯგუფმა და თურქეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა ამოღებული 250 ცალი წყლის კუ გადასცეს ართვინის ბუნებრივი დაცვის ეროვნულ პარკს.
ინფორმაცია სპეციალურად TV25.GE-სთვის მზია მარკოიძემ თარგმნა.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა