უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

ჯარისკაცი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ გაიმართება.

38 წლის ლევან სახელაშვილი მიკოლაივის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.

მეტის ნახვა