აშშ უკრაინას HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს გადასცემს - ბაიდენმა დახმარების ახალი პაკეტი გამოსცა

HIMARS

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

„ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსეთის შეტევის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, პაკეტი მოიცავს მოწინავე შეიარაღებას, მათ შორის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს.

მანამდე CNN-მა უკრაინისთვის ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ს, გაგზავნის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია.

მათივე ინფორმაციით, HIMARS-ი აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.

CNN-ი განმარტავს, რომ ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული

მეტის ნახვა