ახალი ამბები • 1751633470
ჩაიძირა გემი, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა - დაიღუპა მინიმუმ 17 ადამიანი
უცხოეთი
1658734367

ნავი, რომელზეც ათობით ჰაიტელი მიგრანტი იმყოფებოდა, კვირას ბაჰამის კუნძულების სანაპიროებთან ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
ბაჰამის პრემიერის განცხადების თანახმად, დაღუპულთა შორის იყო 15 ქალი, ერთი კაცი და ერთი ჩვილი.
მაშველებმა 25 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უცნობია რამდენი ადამიანი ითვლება დაკარგულად.
პოლიციამ განაცხადა, რომ ნავზე შესაძლოა 60-მდე ადამიანი ყოფილიყო.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მიგრანტები ფლორიდაში მიდიოდნენ, სავარაუდოა, რომ გემი ამოტრიალდა. ბაჰამის კუნძულებიდან ორი ადამიანი დააკავეს ადამიანების კონტრაბანდის სავარაუდო ოპერაციის გამო.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა